ობუჯის თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს განახლებული საკლასო ოთახები დახვდათ
25-09-2018
ობუჯის თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალ სასწავლო წელს გარემონტებული საკლასო ოთახები დახვდათ.
როგორც სკოლის ფასილიტატორი მზევინარ ქობალია აცხადებს, პრიორიტეტი მოსწავლეზე ორიენტირებული და უსაფრთხო გარემოა:
„სასიამოვნო მოულოდნელობა-ასე შეიძლება ვუწოდო დღეს, რომელმაც მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები მართლაც გააკვირვა... ოთახებმა, რომლებიც დაგვხვდა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მოსწავლეზე ორიენტირებული უსაფრთხო და კეთილმოწყობილი სასწავლო გარემოს შექმნისთვის, ზრუნვისთვის, თანხების, ფინანსების მიზნობრივი ხარჯვისთვის და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისთვის უღრმესი მადლობა ჩვენი სკოლის დირექტორს, ქალბატონ თამარ გოცაძეს და შესყიდვების კოორდინატორს, ქალბატონ ირმა ღვინჯილიას იმისთვის, რომ ისედაც ლამაზი დღე კიდევ უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახადეს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.