მუხურის თემის სკოლაში მშობლებთან izrune.ge-ს შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
26-09-2018
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციური პორტალის, izrune.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა.

სკოლის დირექტორმა მოსწავლეთა მშობლებს საიტზე დარეგისტრირების წესები, ტესტების ფორმა და izrune.ge-ს მთავარი ღირებულებები გააცნო.

საიტის მეშვეობით, მშობელს შეუძლია მისი შვილისთვის შექმნილი ინდივიდუალური ტესტები მასთან ერთად გაიაროს და შვილის განათლებისა და აზროვნების დონის შესახებ რამდენიმე წუთში შეიტყოს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, საინფორმაციო შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა. 

izrune.ge-ს მთავარი მიზანია ინოვაციურ და შემეცნებით მიდგომებთან ერთად ოჯახის, ბავშვის, სკოლისა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება და მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203