ვლადიმერ ჯანჯღავას სახელობის გუბის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დადგომასთან დაკავშირებით სასკოლო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას სკოლის დირექცია, პედაგოგები, მოსწავლეები, მშობლები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სოფელში მოქმედი ეკლესიის მოძღვარი ესწრებოდნენ.
ღონისძიება სკოლის დირექტორმა, ნანა გეგუჩაძემ გახსნა.
მან ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს. ნანა გეგუჩაძემ აღნიშნა, რომ სკოლა ახალი გამოწვევების წინაშე დგას და საჭიროა, ამ გამოწვევებს სათანადოდ მომზადებული შევხვდნენ.
დირექტორის თქმით, გარემონტდა სკოლის პირველი სართული და სველი წერტილები, ასევე კეთილმოეწყო რამდენიმე საკლასო ოთახი.
„ჩვენ ყოველთვის ვიბრძოლებთ, რომ სწავლისთვის ყველა პირობა შეგიქმნათ, რათა თქვენ მაქსიმალურად შეძლოთ გამოყენება ყველა იმ რესურსის, რასაც განათლების სამინისტროგვთავაზობს, რაც აუცილებელია თქვენი სრულფასოვან მოქალაქედ ჩამოყალიბებისთვის“, - აღნიშნა ნანა გეგუჩაძემ.
სკოლაში გასაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით შეეგებნენ პირველკლასელებს. მათ საზეიმოდ გადაეცათ ბუკები.
მოსწავლეებს სწავლის დაწყება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და მოძღვარმა მიულოცეს.
სკოლის მოსწავლეებმა კი სხვადასხვა საკონცერტო ნომერი წარმოადგინეს.
ღონისძიების ბოლოს, თითოეული კლასის დამრიგებელმა ყველა მოსწავლეს სასკოლო სახელმძღვანელოები გადასცა.
იხილეთ ფოტოები