წეროვნის N1 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმო განწყობით დაიწყეს.
სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს.
ჰიმნის ფონზე მოსწავლეებმა დროშა აღმართეს.
პირველკლასელებს კი მორთული საკლასო ოთახი და საჩუქრები დახვდათ. დირექტორმა მათ ბუკები და სასწავლო ნივთების ნაკრები საზეიმო ვითარებაში გადასცა.
„პირველ დღეს სკოლაში საზეიმო განწყობა სუფევდა. სწავლა სკოლის აღსაზრდელებმა ახალი სურვილებითა და მოლოდინებით დაიწყეს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები