საშაბუროს საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი ღონისძიებით დაიწყო.
სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცეს და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს.
სკოლის დირექციამ ასევე სტუდენტობა მიულოცა კურსდამთავრებულს, რომელიც გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, ასევე წარმატებები უსურვა ქვეყნის დამცველთა რიგებში წასულ კურსდამთავრებულს.
„სწავლის დაწყებას მომზადებულები შევხვდით და ნამდვილად ველოდებით უკეთეს შედეგსა და მიღწევებს. წარმატებებს ვუსურვებთ ყველა სკოლას, მასწავლებელსა და მოსწავლეს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები