აწყურის საჯარო სკოლის მოსწავლემ გიორგი გვარამაძემ შაშის ტურნირში პირველი ადგილი მოიპოვა
27-09-2018
აწყურის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლემ, გიორგი გვარამაძემ „ევროპის სპორტის კვირეულის“ ფარგლებში გამართულ შაშის ტურნირში პირველი ადგილი მოიპოვა.

სკოლის აღსაზრდელი 10 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ასპარეზობდა.

შაშის ტურნირი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ახალციხის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე ჩატარდა.

სკოლის დირექცია გიორგის გამარჯვებას ულოცავს და წარმატებას უსურვებს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203