პირველი მაისის საჯარო სკოლის ორმა პედაგოგმა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა
27-09-2018
ხობის, ესტატე შუშანიას სახელობის პირველი მაისის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელმა ბელა ლაგვილავამ და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ნინელი ხუხიამ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლას ამ კუთხით ხობის მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. 

„22 მასწავლებელს შორის ორს წამყვანის, რვას უფროსის, ხოლო 12-ს პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი აქვს. სკოლის დირექცია უახლოეს დღეებში კიდევ 2 პედაგოგის უფროს მასწავლებლობაზე ელოდება დადებით პასუხს. ძლიერი პედაგოგები უკეთესი ხვალინდელი დღის საწინდარია“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით პედაგოგები 4 კატეგორიად - პრაქტიკოსად, უფროს, წამყვან და მენტორებად გადანაწილდნენ. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203