სორმონის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება ღონისძიებით აღნიშნეს.
სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცეს და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს.
1-ელი კლასის მოსწავლეებს სკოლაში საზეიმოდ მორთული კლასი და ბუკები დახვდათ.
პირველკლასელებმა სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული ლექსები წაიკითხეს.
„მომავალში კვლავაც საინტერესო აქტივობების განხორციელებას ვგეგმავთ, როგორც საგაკვეთილო ასევე გასვლითი ღონისძიებების სახით“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
აღსანიშნავია, რომ წელს სკოლას 2 უფროსი მასწავლებელი შეემატა. ამჟამად სკოლაში 12 უფროსი და 1 წამყვანი მასწავლებელი ასწავლის. სკოლის კურსდათავრებულები კი წელსაც საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის უფასო ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ.
იხილეთ ფოტოები