თბილისის N89 საჯარო სკოლის პედაგოგებმა სტატუსი აიმაღლეს
27-09-2018
თბილისის N89 საჯარო სკოლის პედაგოგებმა სტატუსი აიმაღლეს.

ნანა სოლოღაშვილმა და მაია ადეიშვილმა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვეს. ნანა ივანაური, თამარ ფიროსმანაშვილი, ელზა ნინოშვილი და ასმათ მოდებაძე კი უფროსი მასწავლებლები გახდნენ. 

სკოლის პედაგოგიური კოლექტივი მასწავლებლებს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს. 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად (პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი) გადანაწილდნენ. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203