დმანისის N3 საჯარო სკოლის ორი მოსწავლე დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა
27-09-2018
დმანისის N3 საჯარო სკოლის ორი მოსწავლე გიორგი ჩარკვიანი და გიორგი არჩემაშვილი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის - „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ ფარგლებში, დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა.
გაერთიანებულ სამეფოში მოსწავლეები ორკვირიან ინგლისური ენის გაძლიერებულ კურსს გაივლიან. პროგრამა ასევე ითვალისწინებს სხვადასხვა სპორტულ, შემეცნებით-გასართობ აქტივობებს, ექსკურსიებს. მოსწავლეები ბრიტანეთის ტრადიციებსა და კულტურას გაეცნობიან.
21 საუკეთესო მოსწავლე საქართველოში ჩატარებული ინგლისური ენის საზაფხულო სკოლის 600 მონაწილესაგან შეირჩა. მოსწავლეების შერჩევა მოხდა ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა სკოლაში მიღწეული აკადემიური პროგრესი, აქტივობებში ჩართულობა, თანატოლებთან კომუნიკაციის უნარი, კრეატიულობა, დამოუკიდებლობა, დროის მენეჯმენტი, ლიდერული უნარ-ჩვევები და ა.შ. შერჩევის პროცესში თავად მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ.