დაბა კაზრეთის N2 სკოლის მოსწავლემ სამოქალაქო განათლების ოლიმპიადაზე ქულების მაქსიმალური რაოდენობა მიიღო
03-01-2017
სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის პირველი ტური მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. 

მომდევნო ტურში გადავიდა რეიტინგული სიის სათავეში მყოფი 2165 მოსწავლე საქართველოს ყველა რეგიონიდან.  

მათ შორის მოხვდა დაბა კაზრეთის N2 სკოლის სამი მოსწავლე: XI კლასის მოსწავლე სოფო ყაფლანიშვილი, XI კლასის მოსწავლე ვიტალი დევრისაშვილი და X კლასის მოსწავლე ინა ყაფლანიშვილი. 

აღსანიშნავია, რომ სოფო ყაფლანიშვილმა მიიღო ქულების მაქსიმალური რაოდენობა, 40-დან 39, ამიტომ იგი მიწვეული იყო თბილისში დაჯილდოების ცერემონიალზე.

ხოლო ინა ყაფლანიშვილსა და ვიტალი დევრისაშვილს ადგილზე გადმოეგზავნათ სერტიფიკატები, ბიბლუსის 50 ლარიანი ვაუჩერი და სხვადასხვა ფასიანი პრიზები.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203