ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის პედაგოგმა პოლონეთში სტაჟირება გაიარა
27-09-2018
ქობულეთის, ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელმა, მანანა ლემსაძემ სტაჟირება პოლონეთში, კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში და ფონდში - „სკოლა კლასთან“ გაიარა.

პედაგოგი სტაჟირების მონაწილე იმ 11 მასწავლებელს შორის იყო, რომელთაც აჭარის განათლების ფონდის და ბათუმის მასწავლებლის სახლის შესარჩევი კონკურსი წარმატებით გაიარეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პედაგოგმა სტაჟირებისას მოისმინა და განახორციელა საინტერესო აქტივობები: ექსპერიმენტები, მასტერკლასები, ლექციები.

საზღვარგარეთ მიღებულ გამოცდილებას ბიოლოგიის მასწავლებელი სკოლაში დანერგავს და განახორციელებს.

სკოლის დირექცია პედაგოგს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.

პოლონეთში აჭარის საბუნებისმეტყველო საგანთა მასწავლებლების სასწავლო ვიზიტი 16-21 სექტემბერს გაიმართა. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203