კასრისწყალის სკოლის პედაგოგმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა
27-09-2018
კასრისწყალის საჯარო სკოლის რუსული ენის მასწავლებელმა, ირინა ტუმასიანმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, კასრისწყალის საჯარო სკოლაში ირინა ტუმასიანი პირველია, ვისაც აღნიშნული სტატუსი მიენიჭა. სკოლის ადმინისტრაცია და პედკოლექტივი პედაგოგს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.

კასრისწყალის საჯარო სკოლაში ირინა ტუმასიანი 10 წელია მუშაობს. სკოლის წარმომადგენლის თქმით, იგი პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით გამოირჩევა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად (პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი) გადანაწილდნენ. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203