თბილისის N71 სკოლის პედაგოგებს განათლების სპეციალისტი წიგნიერების პრობლემების მოგვარების გზებზე ესაუბრა
28-09-2018
თბილისის N71 საჯარო სკოლას განათლების სპეციალისტი პაატა პაპავა ესტუმრა. 

პაატა პაპავა დაწყებითი საფეხურის პედაგოგებს შეხვდა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა.

„მან საინტერესოდ ისაუბრა წიგნიერების პრობლემებსა და მისი მოგვარების გზებზე. ამასთანავე, აუდიტორიას გაუზიარა, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო გამოცდილება. განსაკუთრებით აღნიშნა დაწყებითი განათლების პროექტის მნიშვნელობა გააზრებული კითხვის მიმართულებით. ხაზი გაესვა რემედიაციის არსსა და როლს ბავშვების დახმარების კუთხით. ისაუბრა ასევე, სწავლების პროცესში მასწავლებლის მიერ მოსწავლის საჭიროებებზე აგებული მეთოდიკის გამოყენებაზე.  

თბილი, საქმიანი, კეთილგანწყობილი შეხვედრის დასასრულს შევთანხმდით, რომ გაგრძელდება თანამშრომლობა პროგრესული აზროვნების, პროფესიული განვითარების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებისთვის პოზიტიური და პერსპექტივაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

შეხვედრის ბოლოს პაატა პაპავამ სკოლის დირექციასა და პედაგოგიურ კოლექტივს წარმატებები უსურვა.
იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203