ხეოთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი სიახლეებით დაიწყო
28-09-2018
ახალი სასწავლო წელი ხეოთის საჯარო სკოლამ სიახლეებითა და წარმატებებით დაიწყო. მიმდინარე წლის 25 და 26 სექტემბერს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ ქალაქის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე, „ევროპის სპორტის კვირეულის“ ფარგლებში, სპორტული ღონისძიებები გამართა.
25 სექტემბერს ტურნირი შაშში ჩატარდა (ორი ასაკობრივი ჯგუფი: 10 წლამდე და 10-დან 16 წლამდე), რომელშიც ხეოთის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ტურნირის შედეგად გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ხეოთის საჯარო სკოლის მოსწავლემ, რატი წიკლაურმა მეორე ადგილი მოიპოვა, ხოლო იოანე მაზმიშვილმა კი - მესამე.