კასრიწყალის საჯარო სკოლის ადმინისტრაციამ საკუთარი სახსრებით, სკოლა აღჭურვა შიდა და გარე ვიდეო სათვალთვალო კამერებით, რათა მოსწავლეების უსაფრთხოება სრულად იყოს დაცული.
სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, სკოლის ადმინისტრაცია მაქსიმალურად ზრუნავს მოსწავლეებისა და მასწავლებლების უსაფრთხოებაზე, რაც ხელს უწყობს ხარისხიანი სასწავლო პროცესის წარმართვას.
"სკოლის პედაგოგებს ხშირად უწევთ ექსტრემალურ პირობებში მუშაობა. მიუხედავად ამისა, სკოლაში ყველა პირობაა შექმნილი, რომ მოსწავლეებმა სწავლა-განათლება ნორმალურად მიიღონ.
სკოლის ადმინისტრაციამ ბოლო ორი წლის მანძილზე ბევრი იშრომა, რათა სკოლა სრულად ყოფილიყო საჭირო რესურსებით აღჭურვილი.
2017 წელს სკოლამ საკუთარი სახსრებით ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩაატარა. სკოლაში არის სველი წერტილები, კომპიუტერული ტექნიკა და შესაბამისი ინვენტარი",-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
კასრიწყალის საჯარო სკოლა საზღვრისპირა ტერიტორიაზე მდებარეობს.
იხილეთ ფოტოები