თელის საჯარო სკოლის პედაგოგმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა
28-09-2018
თელის საჯარო სკოლის პედაგოგმა, თამარ გონაშვილმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა. სკოლა პედაგოგს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად (პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი) გადანაწილდნენ. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.