სიურპრიზი მოსწავლეებს - ქვედა მახოს სკოლას თოვლის ბაბუა ეწვია
03-01-2017
ქვემო მახოს სკოლაში ჩატარდა საახალწლო ღონისძიება, რომელითაც სკოლაში შეიქმნა წინასაახალწლო განწყობა.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა ყველა მოსწავლე. თითოეულს თავისი როლი ჰქონდა დადგმაში.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სპექტაკლი, რომელიც მიმდინარეობდა ტყეში. 
 
სპექტაქკლზე წარმოდგენილი იყო სხვადსხვა ქართული ზღაპრის სცენები: ფიფქია და შვიდი ჯუჯა, წითელ ქუდა, პრინცესები, და სხვა. 

ასევე ღონისძიებას ბავშვების გასამხიარულებლად ეწვია თოვლის ბაბუა, რომელმაც ბავშვებს მიულოცა დამდეგი ახალი წელი და მათთან ერთად იმხიარულა. 

ბავშვებმა ლექსებითა და ცეკვით იმხიარულეს ნაძვის ხის ირგვლივ და შეიქმნეს საუკეთესო განწყობა წინა საახალწლოდ.


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203