წნორის N1 საჯარო სკოლის 4 პედაგოგს 2018-2019 სასწავლო წელს სტატუსი შეეცვალა.
მაია აბულაშვილს, ეკატერინე ბოქოლიშვილს და ია ხაჩიაშვილს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ, თამარ ზედელაშვილი კი წამყვანი პედაგოგი გახდა.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად (პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი) გადანაწილდნენ. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.