წარმატებისკენ სწრაფვა ბავშვობიდან იწყება - თბილისის N146 საჯარო სკოლა Izrune.ge-სთან ერთად ინოვატორია
28-09-2018
თბილისის N146 საჯარო სკოლა Izrune.ge-სთან ერთად განათლების ინოვაციებს უწყობს ფეხს. 

წარმატებული დირექტორის, ირმა ტყებუჩავას ინიციატივით, სკოლას ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი ესტუმრა და დამსწრეებს იზრუნეს ტესტები პირდაპირ რეჟიმში გააცნო.

სახალისო საგანმანათლებლო მიდგომების გარდა, მშობლები თანამედროვეობის აქტუალური პრობლემის ეფექტური გზებით გადაჭრითა და Izrune.ge-ს მთავარი მიზნით, შვილების სასკოლო ცხოვრებაში ოჯახის სისტემური ჩართულობით მოიხიბლნენ. 

შეხვედრაზე მოსწავლეებმა რაც შეიძლება მეტი ოქროს დიპლომის მოპოვება დაისახეს მიზნად. დღეს მათ სწავლის განსაკუთრებული მოტივაცია მიეცათ - წარმატებული მომავლის შექმნისა და ოჯახისწევრების გახარების გარდა, ბავშვები უკვე საყვარელი მასწავლებლების ხათრითაც ისწავლიან. 

აუდიტორიამ მრავალ სიახლესთან ერთად გოჩა ტყეშელაშვილისგან უპრეცენდენტო ინიციატივის შესახებ შეიტყო - 2018-2019 სასწავლო წელს პირველად გამოვლინდება „საქართველოს ეტალონი პედაგოგი“ და მას საჩუქრად თბილისში ოროთახიანი  ბინა გადაეცემა.

წარმატებული სამშენებლო კომპანია „ონიქს დეველოპმენტი“ აღნიშნულ საჩუქარს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში,  Izrune.ge -ს მონაცემებზე დაყრდნობით, მომავალ თაობაზე მზრუნველი ადამიანების დაფასებისა და წახალისების მიზნით აწესებს.  

„საქართველოს ეტალონი პედაგოგის“ გამოვლენის პროცესის გამჭვირვალობასა და სამართლიანობას კი თბილისის სკოლების დირექტორთა სათათბირო უზრუნველყოფს. 

Izrune.ge საპრეზენტაციო სკოლებს ლიდერი დირექტორის, პროფესიონალ პედაგოგთა გუნდისა და ძლიერი კონტიგენტის მიხედვით სტუმრობს და თანამოაზრეების შემოკრებას კვლავაც აგრძელებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203