თბილისის N141 საჯარო სკოლის მოსწავლეები ლეპტოპებით დაჯილდოვდნენ
28-09-2018
თბილისის N141 საჯარო სკოლის მოსწავლეები, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და  საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში, დაჯილდოვდნენ. 

პროგრამის ფარგლებში, ის მოსწავლეები დააჯილდოვეს, რომლებმაც საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულეს. 

დაჯილდოების ცერემონიალი თბილისის N32 საჯარო სკოლაში გაიმართა. 

ღონისძიებას გლდანი-ნაძალადევის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ლოდია და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი შალუტაშვილი ესწრებოდნენ. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203