თბილისის N132 საჯარო სკოლას და გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
28-09-2018
თბილისის N132 საჯარო სკოლას და გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში სკოლაში პროექტი „სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარება“ განხორციელდება.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტის მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, საბაზო საფეხურის მოსწავლეებში შრომითი და პროფესიული უნარების გამომუშავება, მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდა და მათი აკადემიური მიღწევების გაუმჯობესება.
პროექტში ჩართულნია VIII-IX კლასის 15 მოსწავლე. პროექტი 1-ელ ოქტომბერს დაიწყება და სულ 22 ლექცია ჩატარდება. იხილეთ ფოტო