87 წლის ასაკში მწერალი და დრამატურგი თამაზ ჭილაძე გარდაიცვალა
29-09-2018

ქართველი კლასიკოსი მწერალი და დრამატურგი თამაზ ჭილაძე 87 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, 28 სექტემბერს გარდაიცვალა.

თამაზ ჭილაძეს მიღებული აქვს რუსთაველის სახელმწიფო და კიდევ რამდენიმე სხვა პრემია. 1996 წელს დასავლეთ გერმანიის რადიო მაუწყებლობამ მიანიჭა პირველი პრემია პიესისთვის „სამოთხის კვარტეტი“. 1999 წელს კემბრიჯის საერთაშორისო ბიოგრაფიულმა ცენტრმა „საერთაშორისო ადამიანის“ წოდების ნომინანტად დაასახელა.

1957 წლიდან იყო მწერალთა კავშირის წევრი.

ის არაერთი პროზაული ნაწარმოებისა და პიესის ავტორია, რომელიც მსოფლიოს მრავალ ენაზეა თარგმნილი.

მის პიესებს სხვადასხვა თეატრში დგამდნენ რეჟისორები: რობერტ სტურუა, თემურ ჩხეიძე, გიზო ჟორდანია, გიგა ლორთქიფანიძე და სხვები.

თამაზ ჭილაძე 1931 წლის 5 მარტს, ქალაქ სიღნაღში დაიბადა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203