ასპინძის საჯარო სკოლაში აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს
01-10-2018
ასპინძის საჯარო სკოლის ეზოში, სოხუმის დაცემის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა.

სკოლის დირექტორმა, კლარა ზედგინიძემ ტრაგიკული დღის შესახებ ისაუბრა და აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო. ხვილიშის ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა მამა ზოსიმემ კი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს პარაკლისი გადაუხადა, ბერი ანდრიას გმირობა გაიხსენა და ქართველი ერი დალოცა. 

მოსწავლეებმა კი პატრიოტული თემატიკის ლექსები წაიკითხეს. 

„სკოლის მოსწავლეები საერთო ტკივილს შეუერთდნენ. 27 სექტემბერს, საქართველოს უახლესი ისტორიის ტრაგიკულ დღეს შეეცადნენ, ხმა მიეწვდინათ ყველა იმ ქართველისათვის, ვისთვისაც, აფხაზეთი და სამაჩაბლო ძვირფასია“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღიდან 25 წელი გავიდა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203