„ენგურს იქით და ენგურს აქეთ საქართველოა“ - ჩხორიის საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა
01-10-2018
„ენგურს იქით და ენგურს აქეთ საქართველოა“ - ამ დევიზით ჩხორიის საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის 25-ე წლისთავი გაიხსენეს. 

ღონისძიებას სამოქალაქო განათლების კლუბ „ნიკეს“ ხელმძღვანელი მაია არახამია უძღვებოდა. 

სკოლაში ამ დღესთან დაკავშირებით გაიმართა საუბრები, მოსწავლეებმა დაამზადეს პლაკატები, გამოსცეს კედლის გაზეთი, აჩვენეს დოკუმენტური ფილმები და შეასრულეს ლექსები, სიმღერები და ცეკვები. 

„ოდითგანვე მეგობრობა და სიყვარული სუფევდა ჩვენს ერებს შორის. 27 სექტემბერი ორივე მხარისთვის ტრაგედიაა, თუმცა, ამას ქართული და აფხაზური მხარეები სხვადასხვანაირად აღნიშნავენ.  თუ ქართველებისთვის ეს გლოვის დღეა, აფხაზები ზარ-ზეიმით ხვდებიან ამ დღეს. მიუხედავად ამისა, არ დაგვიკარგავს იმედი, რომ საქართველო ისევ გამთლიანდება და აღდგება ჩატეხილი ხიდი“,- აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203