ილიაწმინდას საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობდნენ
01-10-2018
ილიაწმინდას საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტუალურ თამაშში - "რა? სად? როდის?" მონაწილეობდნენ. ინტელექტუალური თამაში სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ილიაწმინდაში „ევროპის მემკვიდრეობის დღეების“ ფარგლებში გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები თამაშში ხალისით ჩაერთვნენ და საკუთარი ცოდნა და უნარები გამოსცადეს.