ვარდისუბნის საჯარო სკოლა eTwinning Plus-ის პროგრამაში აქტიურად მონაწილეობს
01-10-2018
ლაგოდეხის, ვარდისუბნის საჯარო სკოლაში სასკოლო ცხოვრება ზაფხულშიც არ შეჩერებულა. 

სკოლა რამდენიმე წელია ჩართულია პორტალ eTwinning Plus-ის პროგრამაში. 

სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები ზაფხულის განმავლობაში პორტალის პროექტში - The Cultural Heritage of your country eTwinning მონაწილეობდნენ. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტი პორტალის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, ირენე პატერაკმა პორტალზე დარეგისტრირებულ სკოლებს შორის განახორციელა. 

„ჩვენ საბერძნეთის, იტალიის და თურქეთის ჯგუფში მოვხვდით. აღნიშნული ქვეყნების სკოლებში ფოსტით ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის (ლაგოდეხის დაცული ტერიტორიის, ლაგოდეხის მუზეუმის და ჩვენი ეკლესია მონასტრების ფოტოები) ამსახველი ფოტოები და პოსტერები გავაგზავნეთ. ასევე, რუმინეთის სკოლასთან, რომელთანაც ვარდისუბნის საჯარო სკოლას მემორანდუმი აქვს გაფორმებული, მთელი წლის განმავლობაში წარმატებით ვახორციელებდით სხვადსხვა პროექტებს. გრძელდება პროექტ The Cultural Heritage of your country აქტივობები ჯგუფში ჩართულ სკოლების მხრიდანაც, ჯერჯერობით, მივიღეთ იტალიიდან საფოსტო გზავნილი“, -აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

პროგრამა eTwinning Plus ევროპისა და მისი მეზობელი ქვეყნების სკოლების თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით შექმნილი საგანმანათლებლო ქსელია, რომლის ფარგლებში მასწავლებლები ერთმანეთს უკავშირდებიან, თანამშრომლობენ, ერთობლივ სასწავლო პროექტებს ახორციელებენ და გამოცდილებას უზიარებენ. პროგრამაში ჩართულია 400 000 მასწავლებელი ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან.

პროგრამა თავის საქმიანობას ონლაინ-პლატფორმის საშუალებით ახორციელებს. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203