ბახტრიონის ციხესთან, მიმდინარე წლის 29 სექტემბერს, მწერალ გურამ რჩეულიშვილისადმი მიძღვნილი ლიტერატურული სპექტაკლი „ზღვამ დაგვანახა მისი სიმაღლე“ გაიმართა.
გურამ რჩეულიშვილი ზემო ალვანის N2 საჯარო სკოლის პედაგოგებმა, მოსწავლეებმა, რეჟისორებმა, მწერლებმა, მსახიობებმა, გურამ რჩეულიშვილის მეგობრებმა და რეზო თაბუკაშვილის სახალხო ლიტერატურული თეატრის მსახიობმა, იზა ვეფხვაძემ გაიხსენეს.
„ერთად გავიხსენეთ ყველა თაობის კერპი - გურამ რჩეულიშვილი. ეს დღე იყო ყველასთვის ამაღელვებელი და დაუვიწყარი. დიდი მადლობა ქალბატონ იზა ვეფხვაძეს ასეთი ლამაზი დღისთვის. ღმერთმა გვიმრავლოს პატრიოტი მამულიშვილები!“-აცხადებს ალვანის N2 საჯარო სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები