ჯვარის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს
01-10-2018
ჯვარის №1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სტუდენტები გახდნენ.

სალომე ჭანტურიამ 100%-იანი გრანტი მოიპოვა და სწავლას კავკასიის უნივერსიტეტში ბიზნესის ფაკულტეტზე აგრძელებს. ვეფხვია უშხვანმა 70%-იანი გრანტი აიღო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე სწავლობს.

70%-იანი გრანტი აიღო მარი ენგურელმაც, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. 

მარიამ შულაია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტზე  50%-იანი გრანტით სწავლობს.

50%-იანი გრანტი აქვს თამარ წულაიას, რომელიც სწავლას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტოლოგიაზე აგრძელებს.

ლუკა წურწუმიამ ასევე 50%-იანი გრანტი მოიპოვა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლაში სწავლობს.

50%-იანი გრანტი აიღო ასევე ნინო აბულაძემ, რომელიც საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. 

სკოლა კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.

„ძვირფასო კურსდამთავრებულებო, უკვე სტუდენტებო, სიყვარულითა და სიამაყით გილოცავთ ყველაზე ბედნიერ ხანას თქვენს ცხოვრებაში. იმედი გვაქვს, რომ საკუთარი მიღწევებით ასახელებთ მშობლიურ სკოლას. თქვენი სახით გვეყოლება - ექიმები, მსახიობები, ინჟინრები, ფინანსისტები, იურისტები, აღმოსავლეთ მცოდნეები, ჟურნალისტები. თქვენს სწავლა - აღზრდაზე და პიროვნებად ჩამოყალიბებაზე ზრუნავდნენ ჩვენი სკოლის ღირსეული მასწავლებლები - ლეონტი ქუხილავა, მანანა ქარდავა, ქეთევან უბილავა, ლელა ჯღამაია, ლელა ქუხილავა, მაია ბელქანია, მაია გეთია, ეკატერინე შამუგია, ნანა შონია, ლუიზა ჭედია, ელისო პაკელიანი და ციალა ქანთარია“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203