ვაქირის საჯარო სკოლა აქციაში „გაეცი ტანსაცმელი“ ჩაერთო.
აქციის ფარგლებში, სკოლას სიღნაღის მერი გ. გოგილაშვილი, სოფელ ვაქირის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული თ. ხელაშვილი, სპეციალისტი ნ. ხელაშვილი და სოფელ მაშნაარის „ქალთა სახლის“ წარმომადგენელი ვ. პარწიკანაშვილი ესტუმრნენ.
ვაქირის საჯარო სკოლის დირექტორმა სტუმრებს საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადა, ხოლო მოსწავლეებს წარმატებები უსურვა.
იხილეთ ფოტოები