ის, რაც მომავალს სჭირდება - Izrune.ge თბილისის N32 საჯარო სკოლაში
01-10-2018
თბილისის N32 საჯარო სკოლამ Izrune.ge-ს პრეზენტაციასა და ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის ავტორს, გოჩა ტყეშელაშვილს უმასპინძლა. 

შეხვედრას გამორჩეული აუდიტორია ესწრებოდა - სკოლის ლიდერი დირექტორი ნინო კაშია, წარმატებული პედაგოგები, აქტიური მშობლები და რაც მთავარია, ქვეყნის მომავალი თაობა საიტის საგანმანათლებლო ღირებულებებსა და ოჯახის, ბავშვის, სკოლისა და სახელმწიფოს ერთი მიზნით, შემეცნებითა და წარმატებით გაერთიანებაზე ალაპარაკდა. 

ოვაციებით შეხვდნენ საგნობრივად შეწონილ და მეთოდოლოგიურად გამართულ, ინდივიდუალურ იზრუნეს ტესტებს, ინოვაციურ მიდგომებსა და წამახალისებელ დიპლომებს. 

მშობელთა შეფასებით, Izrune.ge საუკეთესო გზაა თანამედროვე გამოწვევებისთვის ფეხის ასწაყობად და განვითარებულ სამყაროში საამაყო კონკურენიიც გასაწევად. წარმატებული მენეჯერის, ნინო კაშიას მონდომებითა და თანამშრომლობით კი, მათ Izrune.ge-ს ყველა სიკეთით სარგებლობა სიმბოლურ ფასად, თვეში 1 ლარად შეუძლიათ.

ბავშვები და მასწავლებლები სახალისო კითხვებთან ერთად უპრეცენდენტო ინიციატივამ გაახარა - 2018-2019 სასწავლო წელს პირველად გამოვლინდება „საქართველოს ეტალონი პედაგოგი“ და მას საჩუქრად თბილისში ოროთახიანი   ბინა გადაეცემა .

წარმატებული სამშენებლო კომპანია „ონიქს დეველოპმენტი“ აღნიშნულ საჩუქარს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში,  Izrune.ge -ს მონაცემებზე დაყრდნობით, მომავალ თაობაზე მზრუნველი ადამიანების დაფასებისა და წახალისების მიზნით აწესებს.  

„საქართველოს ეტალონი პედაგოგის“ გამოვლენის პროცესის გამჭვირვალობასა და სამართლიანობას კი თბილისის სკოლების დირექტორთა სათათბირო უზრუნველყოფს. 

Izrune.ge საპრეზენტაციო სკოლებს ლიდერი დირექტორის, პროფესიონალ პედაგოგთა გუნდისა და ძლიერი კონტიგენტის მიხედვით სტუმრობს და თანამოაზრეების შემოკრებას კვლავაც აგრძელებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203