თბილისის N103 საჯარო სკოლამ ისანი-სამგორის რაიონის 160 წარჩინებულ მოსწავლეს უმასპინძლა
02-10-2018
თბილისის N103 საჯარო სკოლამ ისანი-სამგორის რაიონის 160 წარჩინებულ მოსწავლეს უმასპინძლა.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტომ თბილისის ისანი-სამგორის რაიონის 160 წარჩინებული მოსწავლე კომპიუტერით დააჯილდოვა.

დაჯილდოვებულთა შორის იყო N103 საჯარო სკოლის სამი მოსწავლე.

წელს, საქართველოს მასშტაბით 2971 წარჩინებული მოსწავლე დაჯილდოვდა. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე). 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოსწავლეთა წახალისების პროექტის მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203