ვალის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მშობლებთან ერთად სკოლის შინაგანაწესი განიხილეს
02-10-2018
ვალის N2 საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სკოლის შინაგანაწესი კიდევ ერთხელ გააცნო. სკოლის აღსაზრდელებმა სკოლის სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ორგანიზაციის ფორმები და პროცესის მონაწილეთა უფლებები მშობლებთან ერთად განიხილეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის აღსაზრდელებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს თავიანთი უფლება-მოვალეობები. შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაიარა. იხილეთ ფოტოები