ილია შავერდოშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის ენისლის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელ ლია ასანაშვილს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.
სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ლია ასანაშვილს წარმატებას ულოცავს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად (პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი) გადანაწილდნენ. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.