თბილისის N107 სკოლის 14 წარჩინებული მოსწავლე კომპიუტერით დაჯილდოვდა
02-10-2018
თბილისის N107 სკოლის საბაზო საფეხურის 14 წარჩინებული მოსწავლე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტომ დააჯილდოვა. სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პერსონალური კომპიუტერით ქეთევან ბადალაშვილი, ანა ბოლქვაძე, მარიამ გელაშვილი, ნუკა გულაშვილი, ბაია გულაშვილი, ნინი ელისაშვილი, ელენე კახიძე, ანანო კუბლაშვილი, მაგდა კოკაია, ირაკლი ზვიადაური, თათია ნადირაშვილი, გოგა ოქრაძე, მარი ყულჯანიშვილი, ლაშა ჯანხოთელი დასაჩუქრდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლა სამგორის რაიონში წარჩინებული მოსწავლეების რაოდენობით ორ სხვა სკოლასთან ერთად პირველ ადგილზე გავიდა.
წელს საქართველოს მასშტაბით 2971 წარჩინებული მოსწავლე დაჯილდოვდა. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოსწავლეთა წახალისების პროექტის მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს. იხილეთ ფოტოები