ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მე-4 ა კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ ნათია ლევიძესთან ერთად საქველმოქმედო აქციაში მიიღეს მონაწილეობა.
მათ ვანის რაიონის სოფელ ტყელვანში მცხოვრებ საბა და ცოტნე ჩახუნაშვილებს პროდუქტები გადასცეს.
„ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მე-4 ა კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ნათია ლევიძე) გადაწყვიტეს, სიკეთითა და ბედნიერებით აღსავსე წუთები ეჩუქებინათ ვანის რაიონის სოფელ ტყელვანში მცხოვრები საბა და ცოტნე ჩახუნაშვილებისათვის.
გვინდა სიკეთის ირგვლივ გაერთიანდეს სრულიად საქართველოს საჯარო სკოლის მოსწავლეები და საბასა და ცოტნეს და არა მარტო მათ, ვაჩუქოთ ბედნიერი ბავშვობა და იმედიანი მომავალი“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები