ახმეტაში, კულტურის ცენტრის ორგანიზებით, მთავარმოწამე ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღე აღნიშნეს
02-10-2018
ახმეტაში, მთავარმოწამე ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღე, მისივე სახელობის სკვერში აღნიშნეს. ღონისძიებებს ორგანიზება ახმეტის კულტურის ცენტრმა გაუწია. სკვერში შემოდგომის კახეთისათვის დამახასიათებელი სხვადასხვა საქმიანობის ჩვენება მოეწყო.
გაიმართა ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა - დათვალიერება და კახური კერძების მომზადება- დეგუსტაცია.
ღონისძიების მსვლელობისას პარალელურად მიმდინარეობდა სპორტული აქტივობები: დოღი, ჭიდაობა, მკლავჭიდი, ჭადრაკი.
გაიმართა კონცერტი, რომელშიც ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები და მიწვეული ჯგუფი - „ურსა“ მონაწილეობდნენ.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი. მათ დამსწრე საზოგადოებას მთავარმოწამე ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღე მიულოცეს.