ვარდისუბანში საჯარო სკოლა გარემონტდა
02-10-2018

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ვარდისუბნის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დიდი ემოცით და სიხარულით დაიწყო - მოსწავლეებს და პედაგოგებს საგანმანათლებლო დაწესებულება გარემონტებული დახვდათ. 

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, რეაბილიტირებული სკოლის გახსნაზე მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს სიტყვით სკოლის დირექტორმა, მანანა ბახტურიძემ მიმართა.

მანანა ბახტურიძემ  სასკოლო პროექტებში ჩართული მოსწავლეები და პედაგოგები  სიგელებით და შესაბამისი დიპლომებითაც დააჯილდოვა.

„პედაგოგები და მოსწავლეები სწავლის დაწყებას სხვა სიხარულით ველოდით.  

17 სექტემბერი სრულიად განსხვავებულად დაიწყო. (სკოლა რეაბილიტირებულია ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ამერიკის ხალხის დაფინანსებით ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის კომპაქტის ფარგლებში.) გაწკრიალებული  საკლასო ოთახები, არჩვეულებრივი ლაბორატორიები საჭირო ტექნიკური მოწყობილობებით...

განსაკუთრებით ამაღელვებელი და სასიხარულო მილოცვით, მიღწეული წარმატებების აღნიშვნით გახსნა შეხვედრა სკოლის დირექტორმა, მანანა ბახტურიძემ. მან სკოლის მოსწავლეებს პედაგოგებს და მშობლებს მიულოცა ეს ლამაზი დღე და 2018-2019 სასწავლო წლის დაწყება.

მან წარჩინებულ მოსწავლეები, სასკოლო პროექტებში ჩართულ მოსწავლეები და პედაგოგები დააჯილდოვა სიგელებით და შესაბამისი დიპლომებით. უსურვა კვლავ მრავალი წარმატება  და წინსვლა სასკოლო ცხოვრებაში. სტუმარდ გახსნაზე სკოლას ეწვივნენ  და მილოცვის სიტყვები წარმოთქვეს ადგილობრივი თემისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა. ასევე, მილოცვის სიტყვები წარმოთქვა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, ელიზა კვინიკაძემ  და სტუმარმა, ყველასთვის ცნობილმა  და საყვარელმა მასწავლებელმა, ციცო ხარაიშვილმა.

უნდა ავღნიშნოთ, რომ ევროპულმა საგანმანათლებლო სივრცემ შემოანათა სოფელ ვარდისუბნის თემში, რაც თითოეული ჩვენგანის დიდი ძალისხმევის შედეგია“,-ნათქვამია  ვარდისუბნის საჯარო სკოლის წარმომადგენლის მიერ Etaloni.ge-სთვის მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203