ასპინძის მუნიციპალიტეტის ივერიის საჯარო სკოლასთან არსებული ანსამბლი „ივერია“ სახალხო დღესასწაულში ,,შოთაობა 2018“-ში მონაწილეობდა.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, ანსამბლის ხელმძღვანელი ნუკრი ღორჯომელაძეა.
სადღესასწაულო ღონისძიება ვარძიის ისტორიული კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე წლის 29 სექტემბერს გაიმართა.
ამ დღისთვის ასპინძის სოფლებიდან ადგილობრივებმა მათ მიერ მომზადებული კერძების გამოფენა მოაწყეს. ასევე, გაიმართა სპორტული ღონისძიებები, ქართულ ჭიდაობასა და მკლავჭიდში, სადაც გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადასცეს. ღონისძიება საზეიმო კონცერტით დასრულდა, რომელშიც ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები მონაწილეობდნენ.
„შოთაობის“ დღესასწაული სამცხე ჯავახეთის მხარეში 1966 წლიდან აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები