გეზათის სკოლაში აფხაზეთის დაცემის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა
02-10-2018

აბაშის მუნიციპალიტეტის გეზათის საჯარო სკოლაში, აფხაზეთის დაცემის დღესთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 27 სექტემბერს, თემაზე „გვახსოვდეს აფხაზეთი“ ღონისძიება ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, ღონისძიება სიტყვით ისტორიის მასწავლებელმა, მაია ხომერიკმა გახსნა. მან ისაუბრა აფხაზეთის ომის საკითხზე და 1993 წლის 27 სექტემბრის სოხუმის დაცემის ტრაგიკულ თარიღზე ქვეყნის ისტორიაში.

ღონისძიების ფარგლებში, მე-7 კლასის მოსწავლეებმა აფხაზეთზე ლექსები წაიკითხეს.

მე-8 კლასის მოსწავლეებმა სოხუმის დაცემისა და აფხაზეთის ომის საკითხებთან დაკავშირებით მოძიებულ ინფორმაციებზე ისაუბრეს.

მე-6 და მე-9 კლასის მოსწავლეების მიერ კი ნახატების გამოფენა „გვახსოვდეს აფხაზეთი“ მოეწყო.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203