ყანდაურის სკოლის მოსწავლეებმა ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი და 50%-იანი გრანტები მოიპოვეს
02-10-2018

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ყანდაურის საჯარო სკოლის მედალოსანმა მოსწავლეებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი და 50%-იანი გრანტები მოიპოვეს.

კერძოდ კი 100%-იანი გრანტი ხატია შენგელიძემ, ხოლო 50%-იანი გრანტი ნათია ელიზბარაშვილმა და ელენე ჯავახიშვილმა მიიღეს.

მუნიციპალიტეტის მერმა ახალგაზრდებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა და  ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვა. 

ხოლო კახეთის გუბერნატორმა 100%-იანი გრანტის მქონე წარმატებულ ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა  და მიღწეული წარმატება მიულოცა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203