ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისი“ ტრადიციულად სტუმრებს სამეცნიერო პიკნიკზე მასპინძლობს
02-10-2018
ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისი“ ტრადიციულად ვიზიტორებს სამეცნიერო პიკნიკზე მასპინძლობს.
კერძოდ, წელს სკოლას სტუმრად პოლონეთიდან იმ ორგანიზაციის წარმომადგენლები ეწვივნენ, რომლებიც მკვლევართა კლუბების ქსელთან თანამშრომლობენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით „ანაბასისელი“ ნორჩი მკვლევარები მაქსიმალურად მობილიზებულები გახლდნენ, მათ მიერ ჩატარებული აქტივობები კი ძალიან საინტერესო და სახალისო იყო.
კლუბს ქეთევან ედიბერიძე და თამარ ბაქრაძე ხელმძღვანელობდნენ, ასისტენტი პედაგოგები კი მარინა ხუსკივაძე და ნინო როინიშვილი იყვნენ.