აფხაზეთის N5 სკოლის მოსწავლეებმა შშმ პირებზე საინტერესო ინფორმაცია წარმოადგინეს
04-01-2017

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების საერთაშორისო დღე აღინიშნა აფხაზეთის N5 სკოლაში პროექტით ,,ჩვენ ყველანი თანასწორები ვართ“.

პროექტში მონაწილეობდნენ მეშვიდე, მეცხრე, მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები.

მოსწავლეებმა სხვადასხვა ხასიათის საინტერესო და მრავლმხრივი ინფორმაცია წარმოადგინეს შშმ პირებსა და მათ პრობლემებზე.

როგორც მასწავლებელი ჟ.ნოდია აღნიშნავს, პროექტმა ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეების ინფორმირებას და ცნობიერების ამაღლებას, რათა თავად იზრუნონ შშმ და სსსმ თანატოლებზე:

''დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეების ჩართულობას ინკლუზიური სწავლების პროცესში, მნიშვნელოვანია შშმ ბავშვებმა მათთან თანაბარ პირობებში იგრძნონ თავი. კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით იმაში, რომ ,,ჩვენ ყველანი თანასწორები ვართ“, მიუხედავად ჩვენი განსხვავებულობისა. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ნახეს ფილმი, ესტუმრნენ შშმ პირთა დახელოვნებისა და გადამზადების ცენტრს, ჩაიწერეს ინტერვიუ ცენტრის დამფუძნებელ ხვიჩა სიმონიასთან.''

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203