ვარდისუბნის სკოლის მოსწავლეები კონკურსში „გადაიღე შენი ისტორია“ მონაწილეობდნენ
02-10-2018

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები კონკურსში „გადაიღე შენი ისტორია - მოყევი შენი მუნიციპალიტეტის ისტორია ფოტოებით“ მონაწილეობდნენ.

კერძოდ კი კონკურსისთვის ფოტოები გადაიღეს მოსწავლეებმა, ამიკო მაჭარაშვილმა (დამრიგებელი ლეილა მჭედლიძე), მეგი ბერიაშვილმა და ნინი კირვალიძემ (დამრიგებელი ელიზა კვინიკაძე).

კონკურსი ლაგოდეხის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის მიერ გამოცხადდა.

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, კონკურსის მიზანი იყო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისთვის პოპულარიზაციის გაწევა, ასევე, ისტორიის და ადგილმდებარეობის შესახებ ცნობადობის გაზრდა.

მოსწავლეებს კონკურსში წარმატების მისაღწევად კორდინატორობა სკოლის პედაგოგებმა, ოლეგი გრიგალაშვილმა და მადონა კაპანაძემ გაუწიეს. სკოლის საინფორმაციო მენეჯერმა, ხათუნი ასანიძემ კი ფოტოების საიტზე განთავსება და  ტექნიკური დახმარება უზრუნველყო.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს შემდეგი ფოტოები:

ძეგლის სახელი - ვარდისუბნის წმინდა მარიამის ღვთისმშობლის  მიძინების ტაძარი (მეგი ბერიაშვილი)

ძეგლის სახელი - თელის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (ნინი კირვალიძე)

ძეგლის სახელი - მშვიდობიანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (ნინი კირვალიძე)

ძეგლის სახელი - ჭაბუკიანის ივერიის ღვთისმშობლის დედათა მონასტერი (ამიკო მაჭარაშვილი)

ჟიურის გადაწყვეტილებით, მეორე ადგილი დაიმსახურა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის  მოსწავლის, ნინი კირვალიძის გადაღებულმა ფოტომ. ნინი კირვალიძე სიგელთან ერთად, ფასიანი საჩუქრით დაჯილდოვდა.  

სიგელებით ასევე, ვარდისუბნის საჯარო სკოლის სხვა მოსწავლეებიც დაჯილდოვდნენ.

დაჯილდოების პროცესი საზეიმო ვითარებაში, „ჰერეთობის“ დღეს გაიმართა.

სკოლის დირექცია კონკურსის ორგანიზატორებს მადლობას უხდის.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203