მომავლის შვილები მშობლებთან ერთად - Izrune.ge- ს თბილისის N90 საჯარო სკოლა აქტიურად უერთდება
02-10-2018
თბილისის N90 საჯარო სკოლაში ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, Izrune.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა.

ლიდერი დირექტორის, თამარ მელიქიძის ინიციატივით, სკოლას თავად პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი ესტუმრა და წარმატებულ პედაგოგებს, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე მშობლებსა და აქტიურ მოსწავლეებს იზრუნეს ტესტები პირდაპირ რეჟიმში გააცნო.

Izrune.ge-ს საგანმანათლებლო, ინოვაციურ მიდგომებსა და წამახალისებელ მექანიზმებს დამსწრეთა დიდი ოვაციები მოჰყვა, მათ პორტალის მთავარი მიზნის - ოჯახის, ბავშვის, სკოლისა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანების აუცილებლობა ერთხმად აღიარეს და ამ გზაზე Izrune.ge-ს გარდაუვალ აუცილებლობას გაუსვეს ხაზი.

სკოლის წარმატებულმა მენეჯერმა დასძინა, რომ Izrune.ge განათლების მომავალია და მის ოჯახს თბილისის N90 საჯარო სკოლა აქტიურად და მრავალი საინტერესო ინიციატივით შეუერთდება.

შეხვედრაზე განათლებისა და წინსვლის სურვილი კიდევ ერთმა უპრეცენდენტო ინიციატივამ გააღვივა - 2018-2019 სასწავლო წელს პირველად გამოვლინდება „საქართველოს ეტალონი პედაგოგი“ და მას საჩუქრად თბილისში ოროთახიანი ბინა გადაეცემა  .

წარმატებული სამშენებლო კომპანია „ონიქს დეველოპმენტი“ აღნიშნულ საჩუქარს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში,  Izrune.ge -ს მონაცემებზე დაყრდნობით, მომავალ თაობაზე მზრუნველი ადამიანების დაფასებისა და წახალისების მიზნით აწესებს.  

„საქართველოს ეტალონი პედაგოგის“ გამოვლენის პროცესის გამჭვირვალობასა და სამართლიანობას კი თბილისის სკოლების დირექტორთა სათათბირო უზრუნველყოფს. 

ბავშვებმა, მშობლებმა და მასწავლებლებმა დიდი მადლობა გადაუხადეს პროექტის ავტორს, გოჩა ტყეშელაშვილსა და დირექტორს, თამარ მელიქიძეს, რომელმაც Etaloni.ge-სთან აქტიური თანამშრომლობითა და Izrune.ge-ს თანამოაზრეობით პორტალი სკოლის თითოეული მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი გახადა.

Izrune.ge საპრეზენტაციო სკოლებს ლიდერი დირექტორის, პროფესიონალ პედაგოგთა გუნდისა და ძლიერი კონტიგენტის მიხედვით სტუმრობს და თანამოაზრეების შემოკრებას კვლავაც აგრძელებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203