თბილისის N2 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
02-10-2018
თბილისის N2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის 4 წარჩინებული მოსწავლე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტომ დააჯილდოვა. სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პერსონალური კომპიუტერით სოფიო აბაზაძე, ნინო ყიფიანი, ქრისტინა როინიშვილი და ლუკა მინდიაშვილი დასაჩუქრდნენ.
სკოლის დირექცია მოსწავლეებს ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.
წელს საქართველოს მასშტაბით 2971 წარჩინებული მოსწავლე დაჯილდოვდა. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოსწავლეთა წახალისების პროექტის მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.