ქალაქ ახმეტაში სამოყვარულო გარბენი სახელწოდებით „იარე უსაფრთხოდ“ გაიმართა, რომლის მიზანი ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია იყო.
გარბენი მიმდინარე წლის 17 სექტემბერს ჩატარდა.
აქტივობის ინიციატორი ქალაქ ახმეტის N1 საჯარო სკოლის ნიკო კეცხოველის პროექტის მონაწილე გუნდი და ახმეტის ახალგაზრდული ცენტრი იყო.
ღონისძიების ბოლოს გამარჯვებულებს მედლები და პრიზები გადაეცათ.
ქალაქ ახმეტის N1 საჯარო სკოლის დირექცია ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიას და პოლიციას მხარდაჭერისათვის მადლობას უხდის.
იხილეთ ფოტოები