როგორი უნდა იყოს შემეცნებითი გაკვეთილი
04-01-2017
ქვედა სიმონეთის N2 სკოლის მე-2 კლასში ჩატარდა შემეცნებითი გაკვეთილი: ''არ ვიცით-ვიცით''.

გაკვეთილი დაიწყო მეტყველების ვარჯიშებით, რომელიც დამსწრე საზოგადოებისათვის საინტერესო და გასართობი იყო.  
შემდეგ კლასი დაიყო ორ ჯგუფად და მოსწავლეები კითხვა პასუხებით ერთმანეთს ცვლიდნენ. ზოგიერთ კითხვებზე ლექსებად და სიმღერებით პასუხობდნენ. 

მოსწავლეები ასევე, საუბრობდნენ წელიწადის დროებსა და ლამაზ დღესასწაულებზე.

პატარებს არც წლევანდელი წელი დავიწყებიათ, რომ ეს წელი გამოცხადებულია შოთა რუსთველის იუბილედ, ამიტომ შეისწავლეს და ზეპირად წარმოსთქვეს ,,ვეფხიტყაოსნიდან“ აფორიზმები.

გაკვეთილი ხალისიანად წარიმართა, მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული საგაკვეთილო პროცესში.

გამოავლინეს ცოდნა სხვადასხვა საგანში. ფლობდნენ კითხვის დასმის ტექნიკას, ჯგუფური მუშაობის მეთოდებს.

მოსწავლეების აქტიურობას მკვეთრად აძლიერებდა პედაგოგის მიერ საჭირო მითითებები და დადებითი განმავითარებელი შეფასება.

მოსწავლეები და დამსწრე საზოგადოება კმაყოფილები და აღფრთოვანებული იყვნენ. მათ დადებითად შეაფასეს მოსწავლეები.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203