ზემო ხვედურეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აფხაზეთის ომში დაღუპული გმირის საფლავი ყვავილებით შეამკეს
03-10-2018
ზემო ხვედურეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა სოხუმის დაცემის თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ომში დაღუპული გოჩა ელბაქიძის საფლავი ყვავილებით შეამკეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით პედაგოგები და მოწაფეები სპეციალური სიტყვით გამოვიდნენ.
სკოლის დირექციის ცნობით, აქტივობა ემოციური გახლდათ.
მათივე ინფორმაციით, სკოლა მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნას გააგრძელებს.