ქარელის მუნიციპალიტეტის კეხიჯვარის საჯარო სკოლამ სკოლის მართვისა და ლიდერობის საერთაშორისო კონფერენციაზე პროექტში „მოვუაროთ სკოლას“ გაიმარჯვა.
კონფერენცია მიმდინარე წლის 22 სექტემბერს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა.
პროექტში ქვეყნის მასშტაბით გაიმარჯვა სამმა სკოლამ, მათ შორის ორი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვარისა და სოფელ ბებნისის საჯარო სკოლაა.
სკოლის დირექტორებს სერთიფიკატები და ძვირადღირებული Smart Board-ები გადაეცათ.
იხილეთ ფოტოები